რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.

ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.​

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

"ინტერპრესნიუსი"