"მე პატრიარქთან ვმსახურობ ამდენი წელია და ..." - რის შესახებ ისაუბრა ვიდეომიმართვაში მამა შალვა კეკელიამ - კვირის პალიტრა

"მე პატრიარქთან ვმსახურობ ამდენი წელია და ..." - რის შესახებ ისაუბრა ვიდეომიმართვაში მამა შალვა კეკელიამ

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და პატრიარქის შესახებ ისაუბრა:

"უწმინდესმა დაგვანახა თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ქრისტესთან და ამ 42 წლის განმავლობაში როგორ მიჰყავდა ეს ეკლესია და მისთვის როგორია ეს ეკლესია. ჩვენ ვისმენდით ზოგიერთი სასულიერო პირისგან, რომ პატრიარქი ძლიერი არ არის, საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე პატრიარქთან ვმსახურობ ამდენი წელია და არც ერთი განცხადება მისი შესწორების გარეშე არ კეთდება, ის არის ამ ეკლესიის ნამდვილი მეთაური და ყველაფრის საქმის კურსშია, მიუხედავად მისი ფიზიკური უძლურებისა, საოცარი სულიერი სიძლიერე აქვს. პატრიარქი არის არის ამ ეკლესიის მეთაური და ის ყველაფრის საქმის კურსშია და მას ვერავინ ვერაფერს ვერ გამოაპარებს", - აღნიშნა ვიდეომიმართვაში მამა შავა კეკელიამ

ნახეთ ვიდეო სრულად