"არსებობს გეგმა"ბე" და გეგმა "ცე" - რას მოიმოქმედებენ მედიკოსები, თუ კლინიკების საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იქნება? - კვირის პალიტრა

"არსებობს გეგმა"ბე" და გეგმა "ცე" - რას მოიმოქმედებენ მედიკოსები, თუ კლინიკების საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იქნება?

"კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ იმისა, რომ მკურნალობის ჩვენ მიერ პირველივე დღიდან არჩეული ტაქტიკა სწორია" - ამის შესახებ თენგიც ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

"კოვიდ 19"-სთვის უკვე გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით, 450-ია მაშინ, როდესაც პაციენტი სულ 130 გვყავს. ამიტომ, კლინიკები ჯერ სერიოზული რეზერვით მუშაობენ. მათ შეუძლიათ, სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როცა ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს გეგმა „ბე“ და გეგმა "ცე“, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს".

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის  პროგნოზით შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები.

"კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ იმისა, რომ მკურნალობის ჩვენ მიერ პირველივე დღიდან არჩეული ტაქტიკა სწორია. სულ ორი დღის წინ, აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაციაა, ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია იმ მედიკამენტებს, რომლითაც ჩვენს პაციენტებს ვმკურნალობდით", – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროსითვის, საქართველოში  კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 26 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.