"ინფექციურში შემოსული ორი ახალი პაციენტი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტებია... მათი ინფიცირების წყარო ცნობილია" - კვირის პალიტრა

"ინფექციურში შემოსული ორი ახალი პაციენტი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტებია... მათი ინფიცირების წყარო ცნობილია"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ორი პირია მოთავსებული.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"დილის მონაცემებით 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, პაციენტები დღის მეორე ნახევარში დაგვემატნენ, ისე მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვიდა. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები კოვიდის მიმღებ დანარჩენ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული.

ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი წყარო ცნობილია. რუსთავის კლასეტრიდან ჯერჯერობით ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის. გუშინ დილიდან საღამომდე ჩვენთან დაახლოებით, 11 პაციენტი მოხვდა, აქედან 5-თან არის პნევმონია, მაგრამ ეს პნევმონია მძიმე არ არის, დანარჩენებთან პნევმონია არ არის, ამ პაციენტებთან დაავადება ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკური ანალიზების და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და არცერთთან დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ალბათ, მათთან გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო მალე დადგება და ალბათ, გაეწერებიან კიდეც", - განაცხადა ეზუგბაიამ.