"ვირუსი არ არჩევს საკრებულოს წევრს, თანამდებობას, პოლიტიკურ მრწამსს და გვარიშვილობას, ყველას გვჭირდება სიფრთხილე" - კვირის პალიტრა

"ვირუსი არ არჩევს საკრებულოს წევრს, თანამდებობას, პოლიტიკურ მრწამსს და გვარიშვილობას, ყველას გვჭირდება სიფრთხილე"

სადაც, როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება, შესაბამისი რეგულაციები იქნება შემოტანილი, - ასე უპასუხა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა ქალაქ რუსთავის ჩაკეტვის საკითხი, მას შემდეგ, რაც რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხუნდაძის განმარტებით, ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას და არც თანამდებობას. სწორედ, ამიტომ, მისი თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და დაიცვას რეკომენდაცია.

"სადაც, როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება, შესაბამისი რეგულაციები იქნება შემოტანილი. ხედავთ, რომ ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ მრწამსა და გვარიშვილობას. ყველას გვჭირდება სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება",- აცხადებს ხუნდაძე.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც. ვირუსი დაუდასტურდა ასევე საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი, საკრებულო დაკეტილია.

"ინტერპრესნიუსი"