რა უპასუხეს მინისტრებმა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა ისინი სააღდგომო ლიტურგიას? - კვირის პალიტრა

რა უპასუხეს მინისტრებმა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა ისინი სააღდგომო ლიტურგიას?

"ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაესწრება თუ არა ის ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას.

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე.

ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი: "განსხვავებით წინა წლებისგან, ამჯერად მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს სააღდგომო ლიტურგიას".

იხილეთ ასევე: "დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს"