"ახალმა რეალობამ ჩემს ცხოვრებაშიც უკვე ბევრი შეცვალა"
"ახალმა რეალობამ ჩემს ცხოვრებაშიც უკვე ბევრი შეცვალა"
მსოფლიო აღარ მოძრაობს, სახლშია. არავინ იცის, რა დროში დავამარცხებთ კორონავირუსს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს შინ ყოფნისას შევინარჩუნოთ ერთგვარი რიტმი...

ამას კარგად ახერხებს ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად სან ფრანცისკოშია. როდესაც ვწერთ "კარგად ახერხებსო", იქვე უნდა მივამატოთ - მეტ-ნაკლებად, რადგან იზოლაციამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, მგალითად: სრულყოფილად ვერ შევასრულებთ იმას, რაც სატრენაჟორო დარბაზში უნდა გაგვეკეთეინა და ა.შ.

ზაზას ამერიკაში დავუკავშირდით და ცოტა უჩვეულო ინტერვიუ გამოვიდა. თუ აქამდე საქართველოს ნაკრებზე,
NBA-ზე, ჩემპიონობაზე ველაპარაკებოდით, ახლა ომზე, ოჯახზე, წიგნებსა და შინ ვარჯიშზე ვისაუბრეთ.

"შინ, ოჯახთან ერთად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ გარეთ არ გავიდე, ხალხთან ახლო კონტქატზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძირითადად კომპიუტერითა და ტელეფონით მაქვს კომუნიკაცია როგორც სამსახურის, ასევე პირად საქმეზე.

მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა. ვირუსის გავრცელება დიდი ხანია
დაიწყო და დღეს არ ჩანს ვადა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ბევრი ამბობს და ვეთანხმები - ერთგვარ ომში ვართ, გვყავს უხილავი მტერი, რომელსაც ერთად ვებრძვით. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. ძალიან ცუდია, რომ დაავადებულთა რიცხვი ისევ ზევით მიდის, დაღმართისკენ ჯერ არ წასულა...

ეს თავისთავად სტრესის მომგვრელია. ბევრს უჭირს, ბევრიც იმ კატეგორიის ადამიანია, ესა თუ ის საქმე ახალი დაწყებული აქვს, კოროვანირუსმა კი შუა გზაზე შეაწყვეტინა. ეს არის ომი, რომელშიც მოგებული არავინაა, ბევრი ადამიანი ავადდება და იღუპება.

ჩვენი ამოცანაა ერთად დავამარცხოთ ვირუსი. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ სპეციალისტების რჩევას მოვუსმენთ და მითითებებს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ. კორონავირუსი მსოფლიოს მტერია, რომელიც ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა დავამარცხოთ. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურად, ფინანსურად ან თუნდაც სიტყვით გვერდში დადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ახალმა რეალობამ ჩემს ცხოვრებაშიც უკვე ბევრი შეცვალა. როგორც აღვნიშნე, სამსახურის საქმეებს შინიდან ვაწარმოებ, ტელეფონით, ინტერნეტით, ვიდეოზარებით. ჩემი შვილებიც სახლიდან არიან ჩართულნი აქტივობებში. თუმცა აქამდე მუდმივად მოძრაობაში იყვნენ. ზოგიერთი აქტივობა შევწყვიტეთ...

კალათბურთი ჩემს თავზე ავიღე და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსისგან იზოლაცია, ამიტომ ვცდილობ, ოჯახთან ერთად მოვახერხო ადაპტირება და გავაგრძელოთ ის საქმე, რაც გვიყვარს. საამისოდ საჭიროა ერთი ფარი, ბურთი და პატარა სივრცე. ეს ყველაფერი გვაქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება... გაგრძელება

ადამიანი
04 აპრილი 2020 23:45
რაღაც უცნაურს ამბობთ კომენტარებში.. მსოფლიო იძახის სახლიდან არ გამოხვიდეთო და თქვენ მოგზაურობას ურჩევთ ადამიანს? აქ რომ იქნება რა მოხდება ნეტავ?(ხოლო ფულის გადმორიცხვა პირადი სურვილია და ვერავინ დაავალდებულებს)
...
04 აპრილი 2020 13:53
რისი ჰამომსვლელია კაი რა
სტატუს ქუო
04 აპრილი 2020 11:56
ნუ დამბლოკავთ-ზაზა, ამერიკიდან გვმოძღვრავ? ჩამოდი და დაეხმარე შენს ხალხს, რამე გადმორიცხე კორონას საწინააღმდეგო ფონდში?

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები