"ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია - სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯელობა დამთავრდა" - კვირის პალიტრა

"ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია - სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯელობა დამთავრდა"

ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრულებულია.

"ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო