"16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია" - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია - კვირის პალიტრა

"16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია" - რას აცხადებს მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ სიტუაცია უცვლელია და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით არ გაზრდილა.

"დილიდან უცვლელი სიტუაცია გვაქვს. რჩება 148 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითია. ასევე , როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით შემატებული არაა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევის პროცესი. ჩვენთან დილის შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყო და 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, რომლის პასუხი გვიან გვექნება და ალბათ სიახლეები დილისთვის გვეცოდინება“, -აღნიშნა ეზუგბაიამ.

"ინტერპრესნიუსი"