"ნერვიულობის მეტი ამ სილამაზემ არაფერი მომიტანა" - რას ჰყვება მებაღე, რომელიც ტიტებს ვერ ყიდდა - კვირის პალიტრა

"ნერვიულობის მეტი ამ სილამაზემ არაფერი მომიტანა" - რას ჰყვება მებაღე, რომელიც ტიტებს ვერ ყიდდა

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორიამ, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა. მოხუცი წუხდა, რომ ვირუსის გავრცელების გამო ამ სეზონზე დაახოებით 2000 ლარს კარგავდა. ყველაფერი მას მერე შეიცვალა, რაც მებაღის შვილმა "ფეისბუკში" მამის ფოტო თანდართული ისტორიით გაავრცელა და  კაკო ჯეირანაშვილის ამბავი ყველამ გაიგო, სოციალურ ქსელში კი გაჩნდა ინიციატივა მოხუცს დახმარებოდნენ.

"პალიტრანიუსის"  "საღამოს ნიუსრუმი" მებაღეს გურჯაანში ესტუმრა:

"წელს რომ ეს მფოფლიო უბედურება გაჩნდა კორონავირუსი, დაიკეტა ყველაფერი, დაიკეტა ბაზარი, სადაც ტიტები ჩამქონდა, ნერვიულობის მეტი ამ სილამაზემ არაფერი მომიტანა, ყოველ დილას გამოვიდოდი დავინახვდი ერთ "პაჭკა" პაპიროს მოვწევდი ნევრიულობისგან და სახლში შევდიოდი...ვის რა საშუალებაც ჰქონდა დამეხმარა, ზოგმა 2 ლარი, ზოგმა 20 ლარი, ზოგმა 50 ლარი ჩამირიცხა, ყველას მადლობას ვუხდი, ეს არის ჩემთვის მეორედ დაბადება" , - ამბობს მებაღე.

ნახეთ რეპორტაჟი