"მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს" - რას აცხადებს ამირან გოგიტიძე სასწრაფოს ექიმზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს" - რას აცხადებს ამირან გოგიტიძე სასწრაფოს ექიმზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა.

მისივე თქმით, ექიმს სიმპტომები გუშინ დაეწყო.

"აღნიშნულ ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს, ანუ მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული", - განაცხადა გოგიტიძემ.

ცნობისთვის,Stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 148 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

"ინტერპრესნიუსი"