"თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმაშსტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია" - რა მოლოდინი აქვს თენგიზ ცერცვაძეს? - კვირის პალიტრა

"თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმაშსტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია" - რა მოლოდინი აქვს თენგიზ ცერცვაძეს?

"თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმაშსტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა"  - ამის შესახებ ა თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

"რომ როცა იწყება ასეთი უკონტროლო გავრცელების, ანუ შიდა გავრცელების სტადია, არის იმის რისკი, რომ მატება იყოს არა ათეული შემთხვევა არამედ ასეული, ათასეული და ათეულ ათასეული. გუშინ შემზარავი ინფორმაცია წავიკითხეთ, რომ საფრანგეთში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 1500 კაცი გარდაიცვალა. ასეა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში. ამ ფონზე რამდენიმე ათეულის მატება ჩვენთან, ჯერ ოცზე მეტის მატება დღეში არ ყოფილა, არის კარგი. ეს კითხვა შეიცავს უხერხულობას, კარგი როგორ არის, როცა 14 და 17 პაციენტით იმატებს დაავადებულთა რიცხვი, მაგრამ იმასთან შედარებით, რა სტადიაშიც ვართ ეპიდემიის გავრცელების მხრივ და რა დღეშიც არის მსოფლიო, კარგია. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმაშსტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. თუ ყოველ დღე იქნა არაუმეტეს ოცი შემთხვევისა, ეს ნიშნავს ერთი თვის მანძილზე 600 შემთხვევას. ეს არაფერია, ექვსასი შემთხვევა სხვა ქვეყნებში ერთ დღეში ფიქსირდება. მე მოველი რომ პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, შემდეგ იქნება პლატო და ამის შემდეგ წავა დაღმავლობა. ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ პიკიდან არაუმეტეს 100 შემთხვევით ჩათვალეთ, რომ საქართველო ამ ეპიდემიიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდა“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"