საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ინფორმაციისთვის, 156 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.