"მი­ლი­ო­ნე­რი მი­ნის­ტრი" და ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი კადრი - რა არის ცნობილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახზე
"მი­ლი­ო­ნე­რი მი­ნის­ტრი" და ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი კადრი - რა არის ცნობილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახზე
"მი­ლი­ო­ნე­რი მი­ნის­ტრი" - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მე­დი­ა­ში მაია ცქი­ტიშ­ვილს, რო­მე­ლიც 2018 წლის 30 მარტს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ახალ პოსტზე - რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა.

მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე ქალი მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი კად­რია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­თან ერ­თად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდს წლე­ბია შე­მორ­ჩა. სა­ნამ ერთ-ერთ რთულ სა­მი­ნის­ტორს ჩა­ი­ბა­რებ­და, ცქი­ტიშ­ვი­ლი 2012 წლი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ცქი­ტიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. 1993 წელს
პრა­ღა­ში კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა ჩე­ხუ­რი ენის კურ­სე­ბი, 1993-1994 წლებ­ში სწავ­ლობ­და პრა­ღის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2002 წელს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა.

2003 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა - შპს "ბურ­ჯში" ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ორ წე­ლი­წად­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს და "ქარ­თუ ჯგუფ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს
პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. 2006 წელს იყო "ბა­გე­ბი სითი ჯგუ­ფის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. 2009 წელს სა­მუ­შა­ოდ გა­და­დის შპს "ქარ­თუ მე­ნე­ჯმენ­ტში" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, 2012 წლის პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

მი­ნის­ტრის ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა რამ იცის. მისი მე­უღ­ლე და­ვით ხა­ტი­აშ­ვი­ლია, წყვილს ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნატა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ჰყავს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხელ­მა მე­დი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა - სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ცქი­ტიშ­ვი­ლის ქმარს ეკუთ­ვნის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ბილ­დინგ სო­ლუ­შენ­სი", რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით 2015-2016 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კომ­პა­ნია პრე­ტენ­დენ­ტად ოთხ ტენ­დერ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ვერ­ცერთ მათ­გან­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვა. გაგრძელება



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები