"წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო" - კვირის პალიტრა

"წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო"

წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ეს ვირუსი ძალიან მარტივად გადამდებია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მმართველი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, კორონავირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის ნაკლებად საშიშია, თუმცა შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფებისთვის ან ახალგაზრდებისთვისაც, თუ მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

"კორონავირუსი ნაკლებად საშიშია ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის, მაგრამ ის ძალიან გადამდებია. წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის დღეები სანიტაიზერი ყოველთვის მაგიდაზე მედო და ყველა შეხვედრის მერე ხელებს ვიმუშავებდი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ძალიან მარტივად გადამდებია ეს ვირუსი. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ან ჩემი ასაკის ადამიანებისთვისაც, თუ მათ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა," - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შემდეგი 5-6 კვირა იქნება ძალიან რთული.

"ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მწყობრად მიღება და არ შეგეშინდეს თუნდაც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც საქართველო ცას კეტავდა, სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი და დისკუსია იყო ამაზე. თუნდაც როდესაც იკეტებოდა ქვემო ქართლის რეგიონი, ძალიან რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს მწყობრ გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ეს დისციპლინა და მწყობრი გადაწყვეტილებები არის ის, რამაც ჩვენ აქამდე ასე თუ ისე წარმატებით მოგვიყვანა ვირუსთან ბრძოლაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი კიდევ წინ არის. მოდუნების უფლება არ გვაქვს. შემდეგი 5-6 კვირა იქნება ძალიან რთული. ხედავთ უკვე, რომ მატება იმაზე მეტია, ვიდრე იყო და ეს ასე გაგრძელდება. შიდა გავრცელების ფაზაში ვართ გადასული. ამიტომ ჩვენ თუ პასუხისმგებლიანი მოსახლეობა არ ვიქნებით და არ დავემორჩილებით წესებს, აქ მარტო ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს, რაც არ უნდა სწორი სტრატეგია დადოს," - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო