"აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე, არ იყოს ტრადიციული მისამძიმრება, პანაშვიდი და სარიტუალო სუფრა"
"აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე, არ იყოს ტრადიციული მისამძიმრება, პანაშვიდი და სარიტუალო სუფრა"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს.

მათ შორის, როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი უნდა დაიკრძალოს არაუმეტეს 72 საათამდე.

მისივე თქმით, სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები და პანაშვიდები.

"სასურველი და აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი ან შესაძლო შემთხვევით დაღუპული ადამიანი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრება და პანაშვიდები და ამავე დროს, არ
არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრა. ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

იხილეთ ვიდეო

maxa.
04 აპრილი 2020 17:55

ვერ გავიგე,თქვენ ტრადიციებს ებრძვით თუ კორონავირუსს.




რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები