"შინაპატიმრობაში" რომ არ გავსუქდეთ
"შინაპატიმრობაში" რომ არ გავსუქდეთ
უმოძრაობა, დარღვეული ძილის რეჟიმი და გემრიელი კერძების ცდუნება ეპიდემიასთან ერთად მეორე სატკივარი გახდა. როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონა შევინარჩუნოთ და რა პროდუქტებს მივანიჭოთ უპირატესობა იმუნიტეტის გასაძლიერებლად? "კვირის პალიტრის" კითხვებს ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ლაშა უჩავა უპასუხებს.

- ამ პერიოდმა შეცვალა ჩვენი ყოფა, თუმცა, რა თქმა უნდა, ახლაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან თითოეული
კომპონენტი მოქმედებს იმუნური სისტემის გამრთულ მუშაობაზე. იმუნური სისტემა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ნებისმიერი ვირუსისგან თავდასაცავად. მნიშვნელოვანია შევადგინოთ დღის გეგმა-გრაფიკი, რადგან ეს დაგვეხმარება, გამოვიმუშაოთ უნარ-ჩვევები წონის შესანარჩუნებლად, მით უფრო, რომ ბოლო სტატისტიკის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა ნიდერლანდების სამეფომ: "ვირუსით ინფიცირებული პაციენტების 80%, რომელთაც ხელოვნური სუნთქვის
აპარატები დასჭირდათ, ჭარბწონიანია".

- დიეტის დროს უმჯობესია, ფიზიკურადაც აქტიური იყოთ, რაც კარანტინის დროს შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით იქნება თუ არა ახლა ეფექტიანი დიეტა და რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას უმოძრაობის დროს?
- დიახ, სწორი კვების დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც, რაც გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 მარტის რეკომენდაციითაც არის გათვალისწინებული. ვარჯიში სახლშიც შეიძლება და სოციალური ქსელებით გვთავაზობენ კიდეც სხვადასხვა პროგრამას. ეს არარის ძნელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, ვარჯიში მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე,ეს ყველაფერი კიხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.

- რომელ პროდუქტებს გვირჩევთ, რომ ცხიმი განეიტრალდეს?
- ამ დროს მნიშვნელოვანია დიეტა ანუ სწორი, დაბალანსებული, ჯანსაღი კვება, რათა ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა სწორად წარიმართოს. ცხადია, სახლში ყოფნისას ძნელია, ავუკრძალოთ თავს მაცივართან მისვლა, თუმცა არსებობს პროდუქტი, რომელიც ამცირებს მადას. ასეთია, მაგალითად, დარიჩინი, ჯინჯერი, ნუში, მწვანე ჩაი, ყავა და, რა თქმა უნდა, წყალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლიზმის, ორგანიზმის დეტოქსიკაციისა და სხვადასხვა ბაქტერიისა და ვირუსის ელიმინაციისათვის.

- სტრესისგან თავდასაღწევად ბევრი ალკოჰოლს მიეძალა. რომელი სასმელია უვნებელი და რა დოზით, რომ არ დავიზიანოთ ორგანიზმი და განწყობაც ავიმაღლოთ?
- სწორი კვების დროს, თუ ამ დროს გვინდა წონის დაკლება ან შენარჩუნება, რა თქმა უნდა, ვერც ერთ სასმელს რეკომენდაციას ვერ გავუწევთ, თუმცა შეიძლება 50-80 გრამი რომი, კონიაკი ან ვისკი, მაგრამ სტრესთან გამკლავება და განწყობის ამაღლება შეიძლება ვარჯიშითაც, რაც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის.

- რომელი პროდუქტი მოქმედებს განწყობაზე დადებითად? ბევრ ადამიანს შემოუტია დეპრესიამ და ეს, ალბათ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
- განწყობაზე პროდუქტების ზემოქმედება ინდივიდუალურია. ძირითადად, ეს არის ის, რაც გვიყვარს. იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს განწყობაზე, ჯობს, კერძები მოვამზადოთ თვითონ, ამ საქმეში ჩავრთოთ ოჯახის წევრები, მერე ერთად მივუსხდეთ მაგიდას და ჩვენს საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს ყოველდღე სადღესასწაულო იერი შევძინოთ; ოჯახის წევრებთან ერთად გავიხსენოთ სახალისო ამბები... ეს უდავოდ აგვიმაღლებს განწყობას. რაც მთავარია, ვისიამოვნოთ ურთიერთობით. ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენ განწყობაზეც, იმუნურ სისტემაზეც და, ცხადია, ჯანმრთელობაზეც.

დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლიტრი წყალი მაინც; მარილის ნაცვლად გამოიყენეთ ლიმონის წვენი და ყველაფერი მიირთვით უშაქროდ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა