"ბევრი ხმა დადის, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში?! არავისზე ნაწყენი არ ვარ. არ მახასიათებს ეს" - კვირის პალიტრა

"ბევრი ხმა დადის, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში?! არავისზე ნაწყენი არ ვარ. არ მახასიათებს ეს"

ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ამგვარად განმარტა ის ფაქტი, თუ რატომ თქვა ჟურნალისტებთან ხშირ კომუნიკაციაზე უარი.

"მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება. ამიტომ ვფრთხილობ მაქსიმალურად. ბევრი ხმა დადის, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში?! მე არავისზე ნაწყენი არ ვარ. მე არ მახასიათებს ეს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, რომ ყოველდღიურად მე შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ რაც შეიძლება მეტად ეს ბრიფინგებიც იყოს ვირტუალური,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.