"ერთადერთხელ მოვიდა, ტელეფონით ველაპარაკებოდი, ქუჩაში იდგა და გვამხნევებდა" - რას ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე მამაზე - კვირის პალიტრა

"ერთადერთხელ მოვიდა, ტელეფონით ველაპარაკებოდი, ქუჩაში იდგა და გვამხნევებდა" - რას ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე მამაზე

მარტო მე არა, მთელი ოჯახი ვცდილობთ, რომ გავამხნევოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი გამხნევება არ სჭირდება ჩვენგან. მორალურად საკმაოდ მდგრადი ხასიათი აქვს და ამ კუთხით არ გვეშინია, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ვამხნევებთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, რა შეგრძნებაა, როდესაც იცის, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მამა დგას.

"მარტო მე არა, მთელი ოჯახი ვცდილობთ რომ გავამხნევოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი გამხნევება არ ჭირდება ჩვენგან. მორალურად საკმაოდ მდგრადი ხასიათი აქვს და ამ კუთხით არგვეშინია, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ვამხნევებთ. ჩვენ რაც შეგვიძლია ვქნათ არის ის, რომ ეს პასუხისმგებლობა გავითავისოთ და პირველები ვიყოთ, ვინც ამ რეკომენდაციებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ არავინ დაცული არ არის. ვითომ მეტად გათვიცნობიერებული ვიყავი, იქ ნიღბები მედო მაგიდაზე, სანიტაიზერი მედო ჯიბეში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვინც დავინფიცირდი. თუ არ ვიქნებით ყურადღებით, ძალიან საშიში გახდება ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში რომ უსიმპტომოდ გამოვლენილიყო ვირუსი, იმ შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, წავიდოდი და მოვინახულებდი ჩემს ბებიას, რომელიც არის 92 წლის, ქრონიკული დაავადებების მქონეა და დიდი ალბათობით, შეიძლება მომეკლა. ამას ხაზი მინდა გავუსვა, შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს არის რეალობა და უნდა გვესმოდეს ყველას. ვცდილობთ, რომ ეს რეკომენდაციები პირველებმა გავითვალისწინოთ და ასე ვამხნევებთ. მამა ვერ შემოვიდოდა ოთახში, ერთადერთხელ მოვიდა, ქუჩაში დადგა, ფანჯარა მაქვს, გავაღე და ტელეფონით ველაპარაკებოდი დაახლოებით 8-10 მეტრის დისტანციაზე, ასე იდგა და გვამხნევებდა", - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: "პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი, ვის გადავდე - მეუღლეს, შვილებს თუ..." - რას ყვება ამირან გამყრელიძის შვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იხილეთ ვიდეო