"ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია... ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის" - კვირის პალიტრა

"ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია... ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის"

ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, საეკლესიო დღესასწაულებზე როგორ უნდა ჩატარდეს წირვა-ლოცვა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

"საქართველოს საპატრიარქომ ამ პერიოდში ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სადაც ძალიან ბევრი რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული, რომელსაც ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა. ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის. ეკლესიის და ჩვენი ყველას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"