საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31, ხოლო ერთი გარდაიცვალა.