"რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები" - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული სპორტსმენია - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები" - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული სპორტსმენია

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სპორტსმენია.

როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა, ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამჟამად იმყოფება თბილისში, კლინიკაში, ჰქონდა 27 მარტს კონტაქტები სამეგრელოს რეგიონში.

"რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები. ეს არის როგორც ზუგდიდში, ასევე წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში და ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ეს კონტაქტი, უმრავლესობა დღეს უკვე გამოვლენილია, მოქალაქეები აუცილებლად იქნებიან გადაყვანილი კარანტინში", - განაცხადა მოწერელიამ.

ბოლო მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსით 157 პირია დაინფიცირებული.

"ინტერპრესნიუსი"