"სამეგრელოში მე­გობ­რის სახ­ლში იმყოფებოდა, იქ გა­ი­შა­ლა სუფ­რა... დაუკავშირდა და უთხრა, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მიდ­გინ­და და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვიო" - კვირის პალიტრა

"სამეგრელოში მე­გობ­რის სახ­ლში იმყოფებოდა, იქ გა­ი­შა­ლა სუფ­რა... დაუკავშირდა და უთხრა, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მიდ­გინ­და და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვიო"

32 წლის ქართველი სპორტსმენს, ვინმე გ.ღ.-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია დღეს, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა რამდენიმე დღის მანძილზე სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა, ამიტომ მისი კონტაქტები საკმაოდ ბევრია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გ.ღ.-სთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირებულია კიდევ ერთი სპორტსმენი. როგორც სამეგრელოდან ჩვენი წყარო გვიყვება, COVID-19 ეროვნებით სომეხ საქართველოს მოქალაქესაც დაუდგინდა, რომელიც იმავე სპორტის სახეობით არის დაკავებული, რომლითაც გ.ღ.

"თავდაპირველად კორონავირუსი, იგივე სპორტის მიმდევარს, ეროვნებით სომეხ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. როდესაც მას კონტაქტების შესახებ ჰკითხეს შესაბამისმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა, გაიხსენა, რომ გარკვეული დღეების წინ თავის მეგობართან ამ შემთხვევაში გ.ღ-სთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშობდა.

ამის შემდეგ, ეროვნებით სომეხი ახალგაზრდა დაუკავშირდა თავის კოლეგას გ.ღ-ს და უთხრა, რომ კორონავირუსი დამიდგინდა და ყურადღებით იყავიო. ორ დღეში გ.ღ-ც რაღაც სიმპტომებმა შეაწუხა, მივიდა კლინიკაში და მასაც დაუდგინდა კორონავირუსი. სწორედ ამ ახალგაზრდის კონტაქტები არიან სამეგრელოს ორი სოფლის რამდნეიმე მაცხოვრებლები, რომლებიც ახლა კარანტინში იმყოფებიან"- უყვება AMBEBI.GE-ს წყარო. გაგრძელება