"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება"
"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

"როგორც ვიცით, გუშინ დილით 158 პაციენტი იყო იყო დადასტურებული. დღეს დილისთვის, 24 სათ-ის განმავლობაში დაგვემატა ერთი და 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაცაის მოგაწვდით",-აცხადებს ზუგბაია.

მისი თქმით,
კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი იმყოფება. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ისინი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

"ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის
მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია",-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება",- აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები