კორონავირუსის გავრცელებამ ივანიშვილის ქონებასაც დაარტყა - რამდენით შემცირდა ექსპრემიერის ქონება?
კორონავირუსის გავრცელებამ ივანიშვილის ქონებასაც დაარტყა - რამდენით შემცირდა ექსპრემიერის ქონება?
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება.

მათ შორის, ბოლო მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მლრდ დოლარით შემცირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მლრდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მლრდ-ს.

მცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებაც. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან "ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ინდექსის მიხედვით, ივანიშვილი ქონება ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მლრდ დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

3 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ის რეიტინგში 321-ე
პოზიციაზეა.


5.05 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.13 მილიონი უნცია ოქრო და 148 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0246%-ს, შეერთებულ შტატებში "ტოპ" 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 80%-ს, შეერთებული შტატების "ტოპ" 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.28%-ს. იხილეთ სრულად


ალექს
06 აპრილი 2020 16:51
ანგლობის დრო კი არ არის, მაგრამ არც ვიხუმროთ ?
ბიძინას უთქვამს უმრავლესობისათვის, კორონა რომ მორჩება, დადეთო საგადასახადო და სამართლის სისტემების გარდაქმნის საკანონმდებლო პაკეტიო, ახლა რეპრესიულ საექსპროპრიაციოაო და ამიტომ ეკონომიკა ჩრდილოვან კარტელურ მონოპოლისტურიაო , უპასუხიათ, ოპოზიციაში წავალთო, და ოპოზიციას უთქვამს ,ჩვენ სახლში დავრჩებითო !
ლუხო
06 აპრილი 2020 11:25
ბატონ ბიძინას დამსახურება უდიდესია,ღმერთმა მშვდობით ამყოფოს საქართველოს საკეთილდღეოდ.
კეთილისმსურველი
06 აპრილი 2020 10:20
ტყუილად ნუ იღლებით ივანიშვილის ხსენებით! ხალხსის აღარ აინტერესებს როგორც პიროვნება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები