"კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი რჩება" - რას აცხადებს ლევან რატიანი? - კვირის პალიტრა

"კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი რჩება" - რას აცხადებს ლევან რატიანი?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი რჩება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც აგრძელებენ მკლურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარატემნტში ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ რჩება ერთი პაციენტი უკიდურესად მძიმე, გემოდინამიკის და პოლიორგანული უკმარისობით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, მაგრამ ნარჩუნდება ვიტალური ფუნქციები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 170-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"