"საქართველოში დასაბრუნებლად აქ ბევრი ემიგრანტი ემზადება"
"საქართველოში დასაბრუნებლად აქ ბევრი ემიგრანტი ემზადება"
კორონოვირუსით ინფიცირებულთა რადენობამ მსიფლიოში მილიონს გადააჭარბა,  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცდილობენ გაუმკლავდნენ ინფექციის გავრცელებას და მისგან წარმოქმნილ ეკონომიკურ კრიზისს. მათ შორისაა ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა საფრანგეთი.  ამ ეტაპზე ქვეყანა კორონოვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ. რაც, ადგილობრივთა აზრით, ხელისუფლების დაგვიანებულმა ქმედებებმა გამოიწვია. შესაბამისად, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურ თავშესაფრებში ცხოვრობენ. საფრანგეთში ეპიდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება 25 წლის ქართველი ემიგრანტი თეიმურაზ
მაჩიტიძე,
რომელიც
საფრანგეთში გამგზავრებამდე, საქართველოში ცდილობდა შეჭირვებული ადამიანების დახმარებას, რის გამოც "კვირის პალიტრის" რესპონდენტიც ერთხელ - 5 წლის წინ უკვე იყო.

- სამწუხაროდ, საფრანგეთმა მართლაც დააგვინა - ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია მაშინ გამოცხად
და, როდესაც ინფექცია ფართოდ გავრცელდა და კორონოვისრუსით ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაინფიცირდნენ, მათ შორის პარლამენტარები და კულტურის მინისტრი. ასეთ სიტუაციაში, 15 მარტს ხელისუფლებამ მუნიციპალური არჩევნები ჩაატარა. ამ ფონზე არჩევნები სრულიად უშედეგო აღმოჩნდა, - ეპიდემიით შეშინებული მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე მაინც არ მივიდა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. ქვეყანამ კი ადამიანთა სიცოცხლისთვის ბრძოლა წააგო და ვეღარც მეორე ტური შედგა. ამ ტურზე საერთოდაც არავინ მივიდოდა, კლინიკებს კი იმდენი დააავაადებული მიაწყდა, რომ არჩევნების მეორე დღესვე, 16 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. იმ დღესვე დაიკეტა ბანკები და სხვა ობიექტები. მხოლოდ სასურსათო მაღაზიები დარჩა ღია. შემდეგ დღეებში რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა. ამ ეტაპზე მოსახლეობას ქუჩაში მხოლოდ ერთი საათით გასვლის ნება აქვს. ეს დრო კი შეუძლია მხოლოდ მაღაზიაში, აფთიაქში მისასვლელად ან სახლიდან ერთ კილომეტრზე მდებარე სტადიონზე სავარჯიშოდ  გამოიყენეოს.

ახლა, სამწუხაროდ, სიტუაცია უმართავია. არა მხოლოდ დაინფიცირებულებიც, არამედ გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე ათასობით იზრდება. მოგეხსენებათ, საფრანგეთში მგზავრთა ძირითადი ნაკადი რკინიგზას გადაჰყავს. დღეს, პარქტიკულად ყველა მატარებელი დაინფიცირებულთა რეგიონებში გადასაყვანად მუშაობს. დიდი ქალაქების კლინიკას პაციენტთა წარმოუდგენელი ნაკადი რომ არ მიაწყდეს და ავადმყოფები ქუჩაში არ დარჩენენ, ხელისუფლებამ რეგიონში აამუშავა კლინიკები.
თუმცა, სიტუაციას ამანაც ვერ უშველა. ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, აღრიცხვასაც ვერ ასწრებენ. იყო შემთხვევები, როდესაც მსოფლიოს ჯანმრთელობის მსოფლიო ოგანიზაციის ოფიციალურ საიტზე სხვა ინფორმაციები განთავსდა და ქვეყნის ტელევიზიით სხვა გამოაცხადეს და მერე ბოდიში მოიხადეს, პრობლემების გამო მოგვივიდა ასეო.

- რელობა მართლაც მძიმეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სახლმწიფო თავისი მოქალაქეების მატერიალური დახმარებისთვის ყველაფერს აკეთებს.
- ეს ნამდვილად ასეა. სახელმწიფომ საგანგებოს რეჟიმის შემოღებისთანავე, ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრებისთვის, ამ მხრივ, წარმოუდგენელი გააკეთა. პირველ რიგში, განურჩევლად ყველას დაუფარა კომუნალური გადასახადი და ბინის ქირა, - მოგეხსენებათ, ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მოქალაქეებს, რომელთაც შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს სამსახური, ხელფასის 80-70% პროცენტი დაურიცხა. გარდა ამისა, სახელმწიფომ სურსათით უზრუველყო ის თვითდასაქმებულები, რომელიც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, - ასეთი ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყავს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საფრანგეთმა თავშესაფარი შექმნა ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისთვის.

- თუმცა, ამბობენ,  რომ ქართველი ემიგრანტები ყველაზემ მძიმე სიტუაციაში მაინც საფრანგეთში აღმოჩნდნენ.
- როდესაც ეს ისტერია შეიქმნა, თავად დავუკავშირდი ჩვენს საელჩოს და ჩემთან რამდენიმე ქართველის შემოსახლება შევთავაზე. მათ კი მითხრეს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, სიტუაცია მოგვარებული გვაქვსო. ერთი რამ საქართველოში ბევრმა არ იცის - გასულ შემოდგომაზე, სექტემბერ-ნოემბრში საფრანგეთმა გამოაცხადა პროგრამა, რომლითაც საფრანგეთის დატოვების შემთხვევაში ემიგრანტებს სამშობლოში ბიზნესის დაფინანსება შესთავაზა, რაზეც საფრანგეთის სოციალურ თავშესაფარში მცხოვრები ბევრი ქართველი დათანხმდა. დოკუმენტაციის მოგვარებას დაახლეობით 3 თვე სჭირდებოდა. ამ დროის გავლის შემდეგ კი ჩვენს ემიგრანტებს საფრანგეთის თავშესაფრებში ცხოვრების ვადები შეეზღუდათ, მაგრამ როცა გამომგზავრების დრო დადგა, სწორედ მაშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ფრენებიც შეჩერდა.

ამიტომაც იყო ისტერია,  რაც მალე მოგვარდა. ასე რომ ყველა ქართველ ემიგრანტს საქართველოში წამოსვლამდე, თავშესაფარი უკვე აქვს. თუმცა როდესაც ადამიანი ისედაც "ჩემოდანზე ზის" და საკარანტინო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ცხადია, კარგად ვერ იქნება.

ამ გადმოსახედიდან საქართველო , რომელზეც ყველანი ვნერვიულობთ, პატარა სამოთხეა, რომელიც შენია და იცი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მოგხედავს. ალბათ საქართველოში ნაკლებად ხვდებიან, რა წარმოუდგენელი ფუფუნებაა, როდესაც ადამიანი თუნდაც დაბალის სიცხით სასწრაფოში რეკავ, ექიმები კი მოდიან და ან კორონოვისრუსზე ტესტს გიკეთებენ, ან რჩევებს გაძლევენ. ასეთი რამ დღეს საფრანგეთში არ ხდება.

სახელმწიფო შიშობს, რომ კლინიკებში ქაოსი შეიქმნება და მართლაც მძიმე პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, რის გამოც მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ხალხს შინ ტოვებენ. ანუ როდესაც სასწრაფოში რეკავ და ეუბნები, რომ დაბალი სიცხე გაქვს და გეშინია, ისინი გეუბნებიან, რომ სიცხის დამწევი უნდა დალიო. კლინიკაში კი მხოლოდ მაშინ გადაგიყვანენ, როდესაც ცხელება დაგეწყება ან სუნთქვა გაგიძნელდება. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, ყველა ფიქრობს და დარდობს ამ დროს იმას, რომ შეიძლება კორონავირუსული ინფექცია აქვს, რაც შეიძლება გაურთულდეს.

ამიტომაც არის, რომ დღეს საქართველოში დასაბრუნებლად აქ ბევრი ემიგრანტი ემზადება. მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებიც საფრანგეთში დარჩენას და მუშაობას ფიქრობდნენ. რაც შემეხება პირადად მე, მაინც ვამჯობინებ, რომ ამ ვითარებას გავუძლო. შემდეგ კი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი რესურსები და უფრო ძლიერი დავბრუნდე სამშობლოში. ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნება ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც.

(სპეციალურად საიტისთვის)

ნინო ჯანელიძე
08 აპრილი 2020 11:01
მაია , არ ვიცი თქვენ სად ცხოვრობთ მაგრამ მე მარსელში ვცხოვრობ 20 წელია და ნამდვილად დამეხმარა საფრანგეთის სახელმწიფო , სწორს ამბობს რაც დაწერ ამ ახალგაზრდამ .უბრალოდ ერთი უნდა დაეკონკრეტებია რადგანაც ესე გაუგებარი შეიქმნა თქვეთვის , დახმარება შეეხო მათ ვინც მუშაობდა და სახელმწიფოდან არ იღებდა დახმარებას , საშემოსავლოს დიდს რიცხავდა და სამსახური Covi19 გამო შეუჩერდა . თორე სხვა რასაც ამბობს ნამდვილად ეგრე ხდება. მაგრამ მე პირადად მერჩივნა არჩევნები არ ჩაეტარებინათ და დროული ნაბიჯები გადაედგათ ამ ომში საბრძოლველად , ხალხი გაგვწირეს სახელმწიფომ ომზე პასუხი დაგვიანა , მადლობა უთხარით საქართველოს მთავრობას რომ ესეთი მომზადებული დახვდნენ ამ ომს , ნუ იქნებით უმადურები
მაია მარჯანიშვილი
06 აპრილი 2020 18:16
რატომ წერთ ამ ტყუილებს გაუთავებლად ? არცერთი ქვეყანა არ დახმარებია თავის მოქალაქეებს. ერთადერთი ა.შ.შ.-მ მიიღო გადაწყვეტილება დააფინანსოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ იმდენი ფილტრი დაუყენა ამ დახმარებას, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეეხება, თან ვისაც შეეხება, მხოლოდ 20 კვირის შემდეგ, მოკლე დროში არა.
აზა
06 აპრილი 2020 17:30
ალბად , საბუთები წესრიგში გაქვთ თქვენ , ნინოს მინდა გამოვეხმაურო ეს ადამიანი სავარაუდოდ საუბრობს ფრანგებზე ან იმ კატეგორიაზე ვისაც ცხოვრების უფლება აქვს და დახმარებას სახელმწიფოდან არ იღებს , ნამდვილად სიმართლეს ამბობს ,მაკრონის საგანგებო განცხადებას მოუსმინეთ პირველს და იქ საუბრობს ამ საკითხზე .

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები