ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს მთლიანობაში 12 418 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ესპანეთში Covid-19-ით კიდევ 4 600-მდე ადამიანი დაავადდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 130 759-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსისგან 38 080 პაციენტი განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 დღეა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კვლებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომაროება კიდევ 2 კვირით, 26 აპრილამდე გაახანგრძლივა. ესპანეთი ეპიდემიის გავრცელების
მაჩვენებლით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები