ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს მთლიანობაში 12 418 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ესპანეთში Covid-19-ით კიდევ 4 600-მდე ადამიანი დაავადდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 130 759-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსისგან 38 080 პაციენტი განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 დღეა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კვლებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომაროება კიდევ 2 კვირით, 26 აპრილამდე გაახანგრძლივა. ესპანეთი ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

"ინტერპრესნიუსი"