პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში განმარტავენ, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე ლოცვა ჩატარდება.

„არის შემთხვევები, როცა პატრიარქი და მოსაყდრე არ ბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და იმყოფებიან საპატრიარქოში. დღესაც წირვა საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩატარდა. პატრიარქს ჯანმრთლობის პრობლემა არ აქვს. ის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე
წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში 16:000 საათზე ლოცვა დაიწყება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები