პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს - კვირის პალიტრა

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში განმარტავენ, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე ლოცვა ჩატარდება.

„არის შემთხვევები, როცა პატრიარქი და მოსაყდრე არ ბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და იმყოფებიან საპატრიარქოში. დღესაც წირვა საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩატარდა. პატრიარქს ჯანმრთლობის პრობლემა არ აქვს. ის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში 16:000 საათზე ლოცვა დაიწყება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.

"ინტერპრესნიუსი"