"ბავშვები დაინფიცირებული არ დაბადებულან, მათ დედასთან კონტაქტის შემდეგ გადაედოთ ვირუსი"
"ბავშვები დაინფიცირებული არ დაბადებულან, მათ დედასთან კონტაქტის შემდეგ გადაედოთ ვირუსი"
"მადლობა ღმერთს, ჩემთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში თქვენ აღმოჩნდით ჩემ გვერდით", - ასე მიმართავს დედობას ახალნაზიარები ქალი თავის ექიმს, მეან-გინეკოლოგ ნათია ფხალაძეს. ის არ არის ერთადერთი მადლიერი პაციენტი, რომელიც ნათია ექიმის პროფესიონალიზმთან ერთად, მის გულისხმიერებაზეც საუბრობს. დღეს ქალბატონი ნათია საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზზე ებრძვის. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია ფხალაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გვიამბობს.

- როგორი განცდა დაგეუფლათ, როდესაც გააცნობიერეთ, რომ
საშიშ ვირუსთან ბრძოლის ეპიცენტრში მოგიწევდათ ყოფნა?

- როდესაც ხარ ექიმი, ეს ნიშნავს, რომ გიყვარს ადამიანი, პასუხისმგებლობას­ იღებ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ჩვენ, მეან-გინეკოლოგებს, საქმე ერთდროულად ორ ადამიანთან გვაქვს. ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სირთ­ულისთვის. შესაბამისად, მშვიდად შევხვდი პრობლემას, რომელსაც ჩოვიდ-19 ჰქვია.

- როგორია იმ ორი
ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა, რომელთაც ახლა მკურნალობთ?

- ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი ორსულობის მე-8, მეორე კი 22-ე კვირაზეა. პაციენტებს მეან-გინეკოლოგები, ინფექციონისტი და თერაპევტი­ მეთვალყურეობენ და ყველა კვლევა უტარდებათ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა პროფესორ ლევან რატიანის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი მოწინავეა კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ მყოფი ორსულები სრულად გვენდობიან.

- ინფიცირებული ორსულების მდგომარეობის გართულებისთვის მზად ხართ?
- ჩვენთან ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მართვა... გვყავს უმაღლეს­ დონეზე მომზადებული და სათანადოდ ეკიპირებული მედპ­ერსონალი...­ ყველა გართულებულ მშობიარობას ესწრება­ ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უტარებს მძიმე ახალშობილს რეანიმაციულ ღონისძიებებს. ასევე მოქმედებს უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი, რითაც თსსუ-ს პროფესორები­ პაციენტებს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან. სხვათა შორის, პროფესორებთან ერთად, კორონავირუსთან ბრძოლაში თსსუს სტუდენტებიც არიან ჩართული. ისინი მონაწილეობენ ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში, მორიგეობენ საკარანტინო ზონებში....

- რას ურჩევთ ფეხმძიმე ქალებს?
- ზედმიწევნით უნდა დაიცვან რეკომე­ნდაციები. ჯერ არ არსებობს იმის დამა­დასტურებელი კვლევები, რომ ორსულ­ები მეტად მოწყვლადი ჯგუფია კორ­ონავ­ირუსის მიმართ, ან მძიმედ მიმდინარ­ეობს თუ არა დაავადება ორსულებში, ასევე არ არსებობს მტკიცებულებები დედიდან­ ნაყოფზე გადაცემის (ვერტიკალური ტრანსმისიის) ან ნაყოფის განვითარების მანკების­ შესახებ. ძუძუთი კვება არ არის უკუნაჩვენები კორონა­ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში­ და ნებისმიერი ჩარევა ორსულობის დროს (საკეისრო კვეთა, სამშობიარო მოქმედების ინდუქცია) დასაშვებია მხოლოდ სამეანო სიტუაციის მიხედვით.

- რუსეთსა და ჩინეთში იყო ახალშობილების დაინფიცირების ფაქტები.
- ბავშვები დაინფიცირებული არ დაბადებულან, მათ დედასთან კონტაქტის შემდეგ გადაედოთ ვირუსი. ამიტომ ორსულმა და ახალნამშობიარემაც ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდციები - დედას შეუძლია ძუძუთი კვებოს ჩვილი, მაგრამ უნდა ეკეთოს ნიღაბი და ხშირად დაიბანოს ხელები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები:


  • ხელების ხშირი დაბანა გამდინარე წყლით, საპნით ან ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით;
  • ინფიცირებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება;
  • მოერიდეთ დახურულ სივრცეებს;
  • თვალყური ადევნეთ შვილებს, არ ჩაიდონ პირში დაბინძურებული ნივთები და რეგულარულად გაწმინდეთ მათი სათამაშოები;
  • აუცილებელია ყოველდღიურად საცხოვრებელი ოთახის განიავება და სველი წესით დამუშავება;
  • დახველების ან დაცემინებისას დაიფარეთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე გადააგდეთ;
  • ერიდეთ ახლო კონტაქტს ნებისმიერ პირთან, ვისაც აქვს გაცივების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;
  • ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან თავის არიდება;
  • თერმულად სწორად დამუშავებული საკვების გამოყენება;
  • თავი აარიდეთ მალფუჭებად პროდუქტებს;
  • სუფთა ჰაერზე გასეირნება სარეკრეაციო ზონებში 30 წუთის განმავლობაში;
  • დროულად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა