ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 6 ბავშვი მკურნალობს.

რაც შეეხება 2 წლის ბავშვს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ბავშვის მდგომარეობა კარგია.

"13 წლის ბავშვის მდგომარეობაც კარგია, ბავშვი კარგად გრძნობს თავს, მიმდინარეობს პნევმონიის ალაგება," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"