"გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი მძიმე პნევმონიით დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს" - კვირის პალიტრა

"გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი მძიმე პნევმონიით დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტიდან 5 მათ კლინიკაში მკურნალობს. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, გუშინ მოთავსებული პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს.

"კორონავურუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან გაურკევევლი პასუხებია, რაც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით მიღებული არ არის. 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან კიდევ ორი მძიმე პნევმონია დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, მაგრამ ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელი შეფასებით, საშუალო იქნება, თუ მსუბუქი შემთხვევა, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს მძიმე გახდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო