უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება - კვირის პალიტრა

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრენები 24 და 27 აპრილს, თბილისი-ბარსელონა-თბილისისა და თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით განხორცილდება.

"დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება და 24 და 27 აპრილს განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით და ასევე, თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ფრენებიც განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება 2 დღით ადრე მითითებული თარიღით. ჩვენ მომავალშიც ეტაპობრივად განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. დღეისთვის საქართველოს 5000-მდე მოქალაქეა დაბრუნებული სამშობლოში და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც არსებული წესებისა და პრაქტიკების შესაბამისად", - განაცხადა მინისტრმა.