"და­ვიც­ვათ ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სია ეკ­ლე­სი­ა­ში არ მის­ვლით, სახ­ლში ლოც­ვით" - კვირის პალიტრა

"და­ვიც­ვათ ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სია ეკ­ლე­სი­ა­ში არ მის­ვლით, სახ­ლში ლოც­ვით"

"დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "იცით, ყოველთვის ვცდილობ ჩვენი აკრძალვა თუ რჩევა, იყოს საფრთხის ადეკვატური. მინდა გავითავისოთ, რომ ორი კვირის წინანდელი რჩევების დაცვა ან არ დაცვა ჩნდება დღეს, დღეს კი რა რჩევასაც ვიძლევით, რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორ კვირაში. ანუ ჩვენ დროს უნდა ვუსწრებდეთ ამ აკრძალვებით.

მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო ქართველ მრევლს - დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ, არამარტო ამ ვირუსებისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში.

ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ კი ვილოცოთ სახლში ერთმანეთისთვის და ქვეყნისთვის" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო