"ვერც ხალ­ხის, ვერც ცრემ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ ამო­ავ­სებს უძი­რო ორ­მოს გულ­ში" - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
"ვერც ხალ­ხის, ვერც ცრემ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ ამო­ავ­სებს უძი­რო ორ­მოს გულ­ში" - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა
43 წლის ასაკ­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე, მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"უშე­ნოდ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. პირ­ველ პირ­ში ფიქ­რს დიდი ხა­ნია გა­და­ვეჩ­ვიე. ჩემი ყვე­ლა ფიქ­რი მე­ო­რე პირ­შია და ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ეს არის ყო­ველ­წა­მი­ე­რი და უწყვე­ტი ფიქ­რი, რო­გორც არ­სე­ბო­ბა, რო­გორც სუნ­თქვა. სუნ­თქვა იმ ერ­თა­დერ­თის­თვის, რომ­ლის გვერ­დზე დგო­მაც იყო პა­ტი­ვი. რად­გან ის არის ყვე­ლა­ზე სუფ­თა, კე­თი­ლი სული, ვი­საც ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ.
იმა­ზე დიდი და ღირ­სე­უ­ლი, ვიდ­რე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­ი­ტი­ოს.

ვერც ხალ­ხის, ვერც ცრემ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ გა­მო­ხა­ტავს, ვერ და­ე­წე­ვა, ვერ ამო­ავ­სებს უძი­რო ორ­მოს გულ­ში. ზუს­ტად ვიცი, რამ­დენს გა­მო­გე­ცა­ლათ საყ­რდე­ნი და რო­გო­რი შე­უც­ვლე­ლია ის უშ­რე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც რატი წლებ­თან ერ­თად სულ უფრო მე­ტად გას­ცემ­და. ამას აკე­თებ­და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად,
რა­ტი­სე­ბუ­რად. ასე რომ, მოს­ვლის გა­რე­შე შე­გიძ­ლი­ათ უპა­სუ­ხოთ სიყ­ვა­რუ­ლით. გა­უფრ­თხილ­დეთ სა­კუ­თარ თავს და ერ­თმა­ნეთს. ისე­დაც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი...

შეხ­ვედ­რამ­დე ჩემო ერ­თა­დერ­თო. მად­ლო­ბა, რომ მე ამირ­ჩიე. შეხ­ვედ­რამ­დე" - წერს ტო­გო­ნი­ძე. (წყარო)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები