"სა­ქარ­თვე­ლოში ვირუ­სის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა არც მოხ­დეს" - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი?
"სა­ქარ­თვე­ლოში ვირუ­სის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა არც მოხ­დეს" - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი?
საფ­რან­გეთ­ში COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი­სა და ლე­ტა­ლო­ბის მხრივ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ორ­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვა უკვე 8000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქარ­თველ ექიმს, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ეკა ჩაკ­ვე­ტა­ძეს, რო­მე­ლიც 17 წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ახლა იგი ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან უწევს შე­ხე­ბა და რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს, უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­შიც.


- უპირ­ვე­ლე­სად,
და­ვი­წყოთ საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვით. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით და რა სი­ტუ­ა­ცი­აა იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც თქვენ მუ­შა­ობთ?


- საფ­რან­გე­თი ახლა არის პი­კის პე­რი­ოდ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახლა ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ალ­ბათ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და შემ­დეგ იმე­დია, რომ კლე­ბას და­ი­წყებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პი­კის პე­რი­ო­დი კი­დევ ერთი კვი­რა გაგ­რძელ­დე­ბა. სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, ეს
არის 350-სა­წო­ლი­ა­ნი მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც გა­და­კეთ­და და მთლი­ა­ნად მო­ერ­გო ახალ გა­მოწ­ვე­ვას. 250 სა­წო­ლი სულ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და­ეთ­მო. 250 დან 200 თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ნა­წი­ლია, სა­დაც არი­ან მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი, მაგ­რამ მათ მარ­თვი­თი სუნ­თქვა არ სჭირ­დე­ბათ, ხოლო 50 სა­წო­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაა, სა­დაც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეა.

ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს გვერ­დით არის კერ­ძო კლი­ნი­კა და უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რის ძა­ლი­ან დიდი სო­ლი­და­რო­ბაა საფ­რან­გეთ­ში. კერ­ძო კლი­ნი­კებ­მა ყვე­ლა გეგ­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­და­დეს და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს.
ნა­კა­დე­ბი ნა­წილ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის. რაც ეპი­დე­მია და­ი­წყო, უკვე 500-მდე პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აქე­დან დიდი ნა­წი­ლი გა­ე­წე­რა. თუმ­ცა, ლე­ტა­ლო­ბე­ბიც იყო..

- რა­ტომ მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ "მე­ო­რე იტა­ლია"? სად და­უშ­ვეს შეც­დო­მა?

- საფ­რან­გეთ­ში ასე­თი დი­რექ­ტი­ვაა: სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დის ის, ვი­საც უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი აქვს მდგო­მა­რე­ო­ბა, აღე­ნიშ­ნე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი. ხოლო ვი­საც მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი აქვს, ის სახ­ლში მკურ­ნა­ლობს. სტა­ტის­ტი­კუ­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის 25%-ის მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბა და გა­და­დის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და სამ­წუ­ხა­როდ, 75 წელს ზე­ვით ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი. პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ვინ უძ­ლებს ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, ვერ გა­მო­დი­ან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­საყ­ვა­ნი არ გახ­დეს, თო­რემ იქე­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გა­მო­დის...

ის რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ჩვენ­თან იყო და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, ანუ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის ფაზა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ფა­ზა­ში სწო­რი და ეფექ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს. რო­გორ უნდა მოხ­დეს ეს? ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი - მკაცრ კა­რან­ტინ­ში! საფ­რან­გე­თი სწო­რედ ამა­ში შეც­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­რექ­ტი­ვა იყო, არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ გა­ეშ­ვათ სახ­ლში, პა­რი­ზის ორმა უდი­დეს­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი მიმ­ღე­ბე­ბი იყ­ვნენ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი სახ­ლში გა­უშ­ვეს.

საფ­რან­გეთ­ში, იმის მა­გივ­რად რომ გა­ეხ­სნათ ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­და­იტ­ვირ­თა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს უთხრეს სახ­ლში გა­აგ­რძე­ლეთ მკურ­ნა­ლო­ბაო, რა­მაც გა­მო­იწ­ვია კა­ტას­ტრო­ფა

ახლა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს - რად­გან ყვე­ლა გა­მოვ­ლე­ნი­ლი იფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია და და­ცუ­ლია თვი­თი­ზო­ლა­ცია, ალ­ბათ, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან არ დამ­ძიმ­დე­ბა. სახ­ლში ძა­ლი­ა­ნაც რომ გინ­დო­დეს თა­ვის დაც­ვა, ვერ და­ი­ცავ, რად­გან არი­ან ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი, პა­ტა­რა ბი­ნე­ბია და ა.შ.

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გას­ცა, თქვენ ამ­ბობთ, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია?

- ეს მიდ­გო­მა არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რად, მაგ­რამ თუ სხვა გზა არ იქ­ნე­ბა, რას იზამ. სა­ნამ შე­გიძ­ლია უნდა მი­ი­ღო და როცა უკვე ვე­ღარ შეძ­ლებ, ვე­ღარ მი­ი­ღებ. საფ­რან­გეთს ეგო­ნა, რომ რაც იტა­ლი­ა­ში მოხ­და, მას არ შე­ე­ხე­ბო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ იგი­ვე ხდე­ბა აქაც. ცუდი სცე­ნა­რის მო­ლო­დი­ნი ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმე­დია ასე გაგ­რძელ­დე­ბა. იხილეთ სრულად


თინათინ ზვიადაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები