როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7-8 აპრილს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7-8 აპრილს

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

"8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.