"ბორის ჯონსონ, გამაგრდით!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ბორის ჯონსონ, გამაგრდით!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

"ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID -ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" .

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ის ცნობით, ის გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.