ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში "ცხელების ცენტრიდან" გუშინ გადაიყვანეს. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

რაც შეეხება მედიკოსს, მას უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი მალე გახდება ცნობილი. სასწრაფოს ჯგუფი კი თვითიზოლაციაშია გადასული.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ექიმს არავითარი სიმპტომი ამ დრომდე არ გამოვლენია.

"ინტერპრესნიუსი"