საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული.

ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 მოქალაქეა.