100-მდე მედიკოსისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია - რას აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - კვირის პალიტრა

100-მდე მედიკოსისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია - რას აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში იზოლაცია მოიხსნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თანამშრომლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე შემოწმება ასამდე მედიკოსმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითია, რის გამოც არცერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

მათ შემოწმებას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ერთი ექიმი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.

ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა კლინიკის ინფექციონისტი,ის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა. თავად მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითოზოლაციაშია.

"ინტერპრესნიუსი"