"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც და ველოდებით, რომ ყველას გავწერთ" - კვირის პალიტრა

"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც და ველოდებით, რომ ყველას გავწერთ"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში პაციენტების გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც და ველოდებით, რომ ყველას გავწერთ", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის დაახლოებით 20 პირის ტესტზე ელოდებიან პასუხს.

"ზუსტად მე არ ვიცი რამდენი აიღეს. ჩვენ ცენტრში ორი კლინიკიდან მოდის, ალბათ 20 დაახლოებით“, - ახადებს მარინა ენდელაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პირია გამოჯანმრთელებული.

"ინტერპრესნიუსი"