"ინფიცირებული ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში" - ბათუმში 60 წლის ქალის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის - კვირის პალიტრა

"ინფიცირებული ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში" - ბათუმში 60 წლის ქალის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის

ბათუმში 60 წლის ქალის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალის კონტაქტები უცნობია, მას კორონავირუსი გვიან ღამით დაუდასტუდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კლინიკის 5 თანამშრომელი კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 60 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს.

"ინფიცირებული ქალი "ცხელების ცენტრამდე" მუცლის ტკივილითა და დიარეით ბათუმის სხვა კლინიკაში მივიდა, ემერჯენსის განყოფილებაში მოგეხსენებათ არის საგანგებო სიტუაცია და მედპერსონალი იყო ეკიპირებული, მაგრამ ვისაც ეჭვი ეპარებოდა დაუცველობაში, ნაწილი მათივე თხოვნით, გადავიდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. ინფიცირებული იმყოფებოდა ასევე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ბუნებრივია, არ დავასახელებ, რადგან იქ მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიკაცია", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანია ინფიცირებული.