"ხვალ მარ­შით მიშ­ვებ­დნენ სახ­ლში, სა­დაც ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რს გა­დავ­დებ­დი ვირუსს" - რას წერს ბათუმელი მომღერალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"ხვალ მარ­შით მიშ­ვებ­დნენ სახ­ლში, სა­დაც ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რს გა­დავ­დებ­დი ვირუსს" - რას წერს ბათუმელი მომღერალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმელ საოპერო მომღერალს აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:

"ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში, სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ეხლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამოვიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!!

P.შ ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო.

კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!! თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად. მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!!" - წერს გოგიტიძე. (წყარო)