პატრიარქის ექიმი განმარტავს, რატომ არ დაესწრო სამებაში წირვას ილია მეორე - კვირის პალიტრა

პატრიარქის ექიმი განმარტავს, რატომ არ დაესწრო სამებაში წირვას ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო.

"ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"