ბათუმში, კლინიკა "მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, კლინიკა "მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

ბათუმში, კლინიკა "მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მედიკოსებს კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან ჰქონდათ შეხება.

კლინიკა "მედინაში" ამბობენ, რომ პაციენტს ცხელება არ ჰქონდა, თუმცა საეჭვო მდგომარეობის გამო, ბათუმის "ცხელების ცენტრში" გადაამისამართეს, სადაც ბიოლოგიური კვლევის შედეგად მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანია დაინფიცირებული.