სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად, კლინიკაშია მოთავსებული - კვირის პალიტრა

სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად, კლინიკაშია მოთავსებული

ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში სტიქაროსანის ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

81 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან.

იხილეთ ასევე: "სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა" - რას ამბობს იმ ეკლესიის მოძღვარი, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა