"სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა" - რას ამბობს იმ ეკლესიის მოძღვარი, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა" - რას ამბობს იმ ეკლესიის მოძღვარი, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, - ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამა სერაფიმეს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.

"მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. მე თვითონ პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა," - განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში".